Geo

საბაჟო საბროკერო მომსახურება

საბაჟო სამსახურებში საშუამავლო მომსახურება მთელს მსოფლიოში დღემდე აქტუალურ სფეროდ რჩება. „მეგრექსის“ გუნდში ირიცხება არაერთი საბროკერო გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელთაც თავის დროზე უმუშავიათ საქართველოში არსებულ ყველა გამშვებ პუნქტზე, პორტსა თუ აეროპორტში. ასევე, ჩვენი აგენტების მეშვეობით შეგვიძლია საბაჟო-საბროკერო სერვისები შემოგთავაზოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად მოახდინოთ სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, ასევე ნებისმიერი მოცულობის ტვირთის დეკლარირება საბაჟოზე.